Wednesday, October 5, 2016

მე-9 დღე
ტრენინგი იყო საკმაოდ საინტერესო, ინფორმაციული და სასარგებლო ჩემთვის.
პროექტებით სწავლება ძალიან ეფექტური და თანამედროვე მეთოდია დღევანდელ სკოლაში, რადგან მოსწავლეებში ავითარებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს (და არა მხოლოდ მოსწავლეებში?!)
ამ ტრენინგმა მომცა ის, რომ დავინახე კონკრეტულად რა მიმართულებები უნდა განავითაროთ ბავშვთან პროექტზე მუშაობისას.
ვისწავლე ე.წ. ღრუბლებში მუშაობა, რაც ჩემთვის სიახლეს წარმოადგენდა.
ასევე ვისწავლე ელექტრონული ტესტების შექმნა, რაც ძალიან მაინტერესებდა.
მინდა აღვნიშნო, რომ თითქმის ყოველივე ახალ ინფორმაციას თან ახლდა ტრენერისეული ნიმუში, რაც ძალიან მეხმარებოდა ახალი ინფორმაციის აღქმაში და მეტ კონკრეტიკას მატებდა დასამუშავებელ მასალას. ამ მეთოდს გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.
ტრენინგის ყველა დღე საინტერესო იყო.
ჩემი აზრით ტრენერი ქ-ნი ხათუნა ციხელაშვილი თავის საქმის მაღალკვალიფიციური სპეციალისტია.  ამასთან ურთიერთობაში საკმაოდ უშუალო და მეგობრული აღმოჩნდა, რისთვისაც ვუხდი მას დიდ მადლობას.







     

Tuesday, October 4, 2016

მე-8 დღე
გავიმეორეთ, გავიხსენეთ  წინა ტრენინგებზე გავლილი მასალები.
პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ პროექტის მოკლე შინაარსი და დავწერეთ დაწვრილებით პროექტის მსვლელობა.

Saturday, October 1, 2016

მე-7 დღე
მიმოვიხილეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალა,
განვიხილეთ ტრენერის და ჩვენი კოლეგის მიერ შექმნილი სანიმუშო ვარიანტი მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრისა.
პაუერ პოინტში გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, რომლებიც მოვათავსეთ "ღრუბლებში."
შემდეგ ვისაურეთ საავტორო უფლებებზე და ასევე დიფერენცირებულ სწავლებაზე და მივიღეთ საშინაო დავალებები.
მადლობთ ყურადღებისათვის.