Sunday, September 25, 2016

მე-6 დღე.
გავიხსენეთ წინა დღე.
ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე, ვისწავლეთ, როგორ მოვიძიოთ სხვადასხვა ფორმები სახელმძღვანელოში, ტრენერმა გამოგვიგზავნა რამოდენიმე ფორმა მეილზე, ავირჩიეთ ორი სახვადსხავა ფორმა გადავიტანეთ დრაივში და მოვახდინეთ მათი ადაპტირება. ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, გავიხსენეთ პოვერ პოინტი, მივიღეთ ორი დავალება:  უნდა მოვძებნოთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა სახელმძღვანელოში და მოვარგოთ ჩვენს პროექტს, ფურცელზე მოვამზადოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
დღე ნაყოფიერი იყო.

Saturday, September 24, 2016

მე-5 დღე
გავიხსენეთ წინა ტრენინგებზე განხილული მასალები.
ვისწავლე გუგლფორმებში მუშაობა, პროექტის თემატიკიდან გამომდინარე შევადგინე ონლაინ ტესტი.
შევავსე შეფასების დროის ჩარჩო.
საკუთარ თავს მივუდექი კრიტიკულად.
ელექტრონულმა ტესტებმა ძალზედ მომხიბლა.
მადლობთ.


Sunday, September 18, 2016

მე-4 დღე
დღე დავიწყეთ წინა ტრენინგზე განხილული მასალების გამეორებით.
ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, ერთი ზოგადი, ორი თემატური და რამოდენიმე შინაარსობლივი კითხვა. ეს კითხვები ავტვირთეთ გუგლ დოკუმენტებში და გავუზიარეთ ტრენერს, რაზედაც მივიღე კარგი უკუკავშირი.
შემდეგ გავეცანით პროექტზე დაფუძნებული სწავლების დოკუმენტს, კონკრეტულად გავეცანით შეფასების 5 სტრატეგიას, თითოეული სტრატეგიიდან ამოვარჩიეთ ერთი მაქსიმუმ ორი მეთოდი. მივიღეთ საშინაო დავალება შევქმნათ მინიმუმ 10 კითხვიანი დიაგნოსტიკური ტესტი, რომელსაც შემდგომში გარდავქმნით ელექტრონულად. სულ მაინტერესებდა ელექტრონული ტესტების შექმნის ტექნიკა, მიხარია, რომ შემდეგ ტრენინგზე ვისწავლით ელექტრონული ტესტების შექმნას. დრე ნაყოფიერი და სახალისო იყო (ბოლოს)

Tuesday, September 13, 2016

მესამე დღე
დღეს ვისწავლეთ ინფორმაციის ღრუბლებში შენახვა და რედაქტირება, ძალიან მოსახერეხებელია,
მომწონს, რომ პროექტზე მუშაობისას ვღებულობ სხვადასხვა რეკომენდაციებს, ეს მეხმარება ჩემთვის ბუნდოვანი საქმის კეთებაში.
მიმართულების მიმცემი კითხვები მგონი კარგად გასააზრებელია???
ყველაფერს გვიხსნით გასაგებად, რისთვისაც ისევ გიხდით მადლობას.

Sunday, September 11, 2016

მეორე დღე
დღევანდელი დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო ჩემთვის, მოვისმინე ჩემი კოლეგების შესასრულებელი პროექტების ვერსიები, შესაძლებელია მათი იდეები გავიზიარო ჩემს პროექტში. საინტერესო გადახვევა შემომთავაზა ჩვენმა ტრენერმა რამაც დამაინტერესა და შესაძლოა ჩემი პროექტი სხვა კუთხით განვახორციელო, თუმცა თემას დავტოვებ იგივეს: "პროცენტები". ასევე გავიგე კიდევ ერთი საინტერესო ინტერნეტმისამართი, რომელიც ასევე დამეხმარება ჩემი მიზნების სესრულებაში. მადლობთ.

Saturday, September 10, 2016

პირველი დღე:
გავეცანით ტრენინგის მოკლე მიმოხილვას.
მიხარია, რომ ჩემთვის საინტერესო მასალას გავეცნობი "პროექტებით სწავლება"-ს
ამის შესახებ ყოველთვის ვცდილობდი მომეძია ინფორმაცია, თუმცა იმედია ახლა უფრო ცალსახა და კონკრეტულ ვარიანტზე ვიმუშავებ.
ასევე ვისწავლე რამოდენიმე სასარგებლო საიტი, რომელსაც გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. მადლობთ.